მედიის ინფორმაციით, პრინცი ენდრიუ უარს სამეფო ტიტულებზე, მათ შორის, იორკის ჰერცოგის ტიტულზე, უარს უტყვის. საკითხს ის რამდენიმე დღეში მეფე ჩარლზთან შეხვედრისას განიხილავს.
"ცვლილება დაუყოვნებლივ ამოქმედდება", - განუცხადა CNN-ს სამეფო ოჯახის წყარომ. მისივე თქმით, ენდრიუ უინძორის სამეფო ლოჟაში გააგრძელებს ცხოვრებას, სადაც მას კერძო იჯარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ასევე შეინარჩუნებს "პრინცის" ტიტულს, რადგან გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედ II-ის ვაჟია.
შეგახსენებთ, პრინც ენდრიუს ამერიკელი ვირჯინია ჯუფრე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ერთ-ერთი მოწმე იყო ამერიკელი მილიარდერის ჯეფრი ეპშტეინის საქმეში, რომელიც პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვასა და ტრეფიკინგში იყო ბრალდებული. ჯუფრეს მტკიცებით, ეპშტეინის წვეულებებში მონაწილეობდა პრინცი ენდრიუც და 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ვირჯინია 17 წლის იყო, მასზე სექსუალურად იძალადა.
პრინცი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.