ავტორი:

"მანგოს" დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს სიმაღლიდან გადავარდა, შესაძლოა შვილმა მოკლა" - მედია სკანდალურ დეტალებზე წერს

"მანგოს" დამფუძნებელი, რომელიც გასულ წელს სიმაღლიდან გადავარდა, შესაძლოა შვილმა მოკლა" - მედია სკანდალურ დეტალებზე წერს

ბიზნესმენი ისაკ ანდიჩი, გასულ წელს, ბარსელონას მახლობლად დაიღუპა. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მოდის ბრენდის დამფუძნებელი, 150 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მაშინ ხელისუფლებამ მისი დაღუპვა უბედურ შემთხვევად შეაფასა.

თუმცა, 10-თვიანი გამოძიების შემდეგ, გაზეთი "La Vanguardia" წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ანდიჩის ვაჟი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ "მანგოს“ საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, პოტენციურ ეჭვმიტანილად იქნა მიჩნეული ტრაგედიის დროს პოლიციისთვის მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების გამო.

ტრაგედიის შემდეგ, ჯონათან ანდიჩმა, რომელიც ერთადერთი მოწმე იყო, პოლიციას განუცხადა, რომ მამამისის წინ მიდიოდა ვიწრო ლეს ფეიშადეს ბილიკზე - მარშრუტზე, რომელსაც ხელისუფლება "განსაკუთრებით საშიშად" მიიჩნევს.

გამოძიებასთან დაკავშირებულმა წყაროებმა გამოცემა El Pais-ს ასევე განუცხადეს, რომ ჯონათანის მიერ მოყვანილი მოვლენების ვერსია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ადგილზე მოპოვებულ სასამართლო ექსპერტიზის მტკიცებულებებს.

გამომძიებლები ასევე ეყრდნობიან ანდიჩის 52 წლის შეყვარებულის, ესტეფანია კნუტის ჩვენებებს, რომელმაც პოლიციას განუცხადა, რომ მამასა და შვილის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. უკანონო ქმედებების პირდაპირი მტკიცებულება არ აღმოჩენილა და ჯონათანი არ დაუკავებიათ. თუმცა, მის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები, ასევე მამასთან „რთული“ ურთიერთობა, სავარაუდოდ, სასამართლოს მიერ ოფიციალური გამოძიების დაწყების გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

ანდიჩი, რომელმაც Mango 1984 წელს დააარსა, გარდაცვალების დროს დაახლოებით 4.5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა, რაც მას ესპანეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცევდა.

წყარო