"გრეის ანატომიის" ვარსკვლავი ერიკ დეინი ხუთშაბათს, ტორონტოს პირსონის აეროპორტში შშმ პირთათვის განკუთვნილ ეტლში შენიშნეს. 52 წლის მსახიობს, რომელმაც თავისი დიაგნოზი პირველად აპრილში გაამხილა, თანაშემწე ეხმარებოდა.
"მას არ სურს თანაგრძნობა ან სიბრალული. მას უბრალოდ სურს, რომ მის გარშემო მყოფი ადამიანები იყვნენ იქ, პოზიტივი მოიტანონ და რაც შეიძლება მეტი ბედნიერი მომენტი გაიზიარონ მათთან. სწორედ ეს აძლევთ მას ახლა ძლიერს“, - თქვა მსახიობთან დაახლოებულმა პირმა.


შეგახსენებთ, რომ ერიკ დეინს ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. მარჯვენა ხელში სისუსტე პირველად 2024 წლის დასაწყისში შენიშნა. თვეების განმავლობაში ჩატარებული ტესტირებისა და სპეციალისტთან მრავალჯერადი ვიზიტების შემდეგ, ოფიციალური დიაგნოზი აპრილში გახდა ცნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ამიოტროფული სკლეროზის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა, როგორც წესი, სამიდან ხუთ წლამდე მერყეობს, დეინის მდგომარეობის გაუარესება აშკარად შესამჩნევია.


ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი არის ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს და ზემოქმედებს პაციენტის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დროს ის ნერვული უჯრედები კვდება, რომლებიც კუნთების ნორმალურ მოძრაობას აკონტროლებენ, შესაბამისად კუნთები თანდათანობით სუსტდება და ქრება.