ავტორი:

"ტრამპმა Tomahawk რაკეტებზე "არა” არ თქვა, მაგრამ არც "კი“ თქვა" - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ

"ტრამპმა Tomahawk რაკეტებზე "არა” არ თქვა, მაგრამ არც "კი“ თქვა" - რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ

"ტრამპმა Tomahawk რაკეტებზე "არა” არ თქვა, მაგრამ არც "კი“ თქვა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსია ეთერში 19 ოქტომბერს გავა.

  • "კარგია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა "არა” არ თქვა, მაგრამ დღეისთვის "კი”-ც არ თქვა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ შორი მანძილის რაკეტებზე დიალოგის გაგრძელებს იმედი აქვს.

"უკრაინული წარმოების შორი მანძილის ათასობით დრონს ვიყენებთ სამხედრო მიზნების დასაბომბად. მაგრამ რუსეთი არა მხოლოდ ირანული და საკუთარი წარმოების დრონებს იყენებს… არამედ ასევე რუსული წარმოების რაკეტებსა და ჩრდილოკორეული წარმოების შორი მანძილის რაკეტებს.

ეს ძალიან რთულია - მხოლოდ უკრაინული დრონებით ოპერირება. შორი მანძილის Tomahawk-ები და მსგავსი იარაღი გვჭირდება, რომელიც აშშ-ს აქვს, რათა კომბინირებული შეტევები განვახორციელოთ, როგორც ამას რუსეთი აკეთებს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ Tomahawk რაკეტებით შეიარაღებული უკრაინელი სამხედროები ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს ვლადიმირ პუტინისთვის.

"ვფიქრობ, პუტინს ეშინია, რომ აშშ Tomahawk რაკეტებს მოგვცემს. და ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად ეშინია, რომ მათ გამოვიყენებთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.