ავტორი:

ლეგენდარული მსახიობი, ბრიჯიტ ბარდო ჰოსპიტალიზებულია - "ის უკვე სამი კვირაა კლინიკაშია": რას წერს მედია

ლეგენდარული მსახიობი, ბრიჯიტ ბარდო ჰოსპიტალიზებულია - "ის უკვე სამი კვირაა კლინიკაშია": რას წერს მედია

ლეგენდარულ კინოვარსკვლავს, 91 წლის ბრიჯიტ ბარდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

  • ფრანგული მედიის ცნობით, მსახიობი თითქმის სამი კვირაა საფრანგეთის ქალაქ ტულონში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც გამოცემა Var-Matin წერს, ბარდოს იქაურ კერძო საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, "სერიოზული ავადმყოფობის გამო“.

წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, მსახიობის მდგომარეობა "საგანგაშოა“, მაგრამ ამავდროულად, თქვეს, რომ სავარაუდოდ მას კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაწერენ.

ბოლოს ბრიჯიტ ბარდოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ მედიისთვის 2023 წელს გახდა ცნობილი.

მაშინ მსახიობის მეუღლემ ბერნარ დ’ორმალმა მედიასთან თქვა, რომ ბრიჯიტს საფრანგეთში იმ დროისთვის არსებული ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ბარდოს სუნთქვის გაძნელება დაეწყო, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.