"ნებისმიერმა ხელის ხლებამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყრის ამოძრავება - ვაშლიჯვარს მოჭრილი აქვს ფუძე“, - ამის შესახებ გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ "ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვარში, ნაპრალები ჯერ კიდევ გასულ წელს, იქ მიმდინარე მშენებლობების პარალელურად გაჩნდა.
“მე არ მგონია, რომ ვაშლიჯვართან მიმართებით რამე შეცვლილიყო. ის გზა, რაც იქ არის გაყვანილი, მეწყრის თავზე გადის და მეწყერს ჩაუჭრეს ფუძე.
მე ვიცი ერთი რამ, ეს არის მთლიანად მეწყრული ფერდი, რომელიც უკვე ათობით ათასი წელი არის წონასწორობაში გარემოსთან. ნებისმიერმა ხელის ხლებამ შეიძლება გამოიწვიოს მეწყრის ამოძრავება. რამდენად არის ვაშლიჯვრის მეწყერი დაზიანებული, სამწუხაროდ ინფორმაცია არ მაქვს... წაიკითხეთ ვრცლად