"ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია განყოფილებაში გადაიყვანეს. ის, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ სანაია საპატრულო პოლიციის მანქანაში ჯდება. ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.
მანამდე, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.