რომში ანჯელინა ჯოლი თავისი ახალი ფილმის, სახელწოდებით "Couture"-ის პრემიერაზე ზურგამოღებული კაბით გამოჩნდა, რომლის წყალობითაც მის ზურგზე გამოსახული უზარმაზარი ტატუ გახდა საზოგადოებისთვის ხილული.
მსახიობი არაერთ ტატუს შორის ჩანს დიდი ვეფხვისა და ბუდისტური ლოცვების ტატუები, რაც მშვიდობის, სიყვარულისა და ბარაქიანი ცხოვრების მოსაზიდადაა.

50 წლის ჯოლის ფილმის პრემიერაზე მინიმალური მაკიაჟი და ჩამოსწორებული გრძელი თმა ჰქონდა.
ღონისძიებაზე ანჯელინასთან ერთად თანავარსკვლავები, ანიერ ანეი და ლუი გარელი, ასევე სცენარისტი და რეჟისორი, ელის ვინოკურიც იმყოფებოდნენ.

ფილმში ჯოლი მკერდის კიბოთი დაავადებული რეჟისორის როლს თამაშობს.
როგორც ცნობილია, ჯოლიმ მკერდის მასტექტომიის ოპერაცია 10 წლის წინ გაიკეთა და ამ თემაზე მსახიობი ღიად საუბრობს: "ამ ოპერაციის გაკეთება იმიტომ გადავწყვიტე, რომ დედა და ბებია ძალიან ადრე დავკარგე. გადამოწმებისას დავადგინე, რომ BRCA გენი მაქვს, ამიტომ ათი წლის წინ, პრევენციის მიზნით, ორმაგი მასტექტომიის გაკეთება გადავწყვიტე. მოგვიანებით, საკვერცხეებიც ამოვიღე, რადგან სწორედ ამან იმსხვერპლა დედაჩემის სიცოცხლე", - განაცხადა მსახიობმა.

ფილმის პრემიერამდე კითხვა-პასუხის რეჟიმში ანჯელინამ დედაც გაიხსენა: "როცა დედას კიბო დაუდგინდა, ძალიან წუხდა, როცა გარშემომყოფები ყოველთვის ამ თემის გარშემო ესაუბრებოდნენ. ამიტომ თუ იცნობთ ვინმეს, ვინც მსგავს გასაჭირშია, კითხვები დაავადების გარდა სხვა ყველაფერზე დაუსვით. ისინი სრულყოფილი ადამიანები არიან და ჯერ კიდევ ცოცხლები არიან".

წყარო: pagesix
მოამზადა: ანა სიბოშვილმა