“ის ძალიან ცდილობს...“ - კიმ კარდაშიანის უცნაური იმიჯი განხილვის საგანი გახდა: ვარსკვლავი Academy Museum Gala 2025-ზე Maison Margiela-ს სამოსით გამოჩნდა

“ის ძალიან ცდილობს...“ - კიმ კარდაშიანის უცნაური იმიჯი განხილვის საგანი გახდა: ვარსკვლავი Academy Museum Gala 2025-ზე  Maison Margiela-ს სამოსით გამოჩნდა

კიმ კარდაშიანისთვის ჰელოუინი ადრე დადგა.

ინფლუენსერი ვარსკვლავებით მოჭედილ Academy Museum Gala 2025-ს დაესწრო და თავისი უცნაური ლუქით ყველა გააოცა. ვარსკვლავმა თავსა და სახეზე კრემისფერი ნიღაბი გაიკეთა და Maison Margiela-ს ამავე ფერის კაბას შეუხამა.

იმ დროს, როცა ვიზაჟისტი მარიო დედივანოიჩი "საბოლოო შტრიხებს" ამატებდა მის ლუქს, "კარდაშიანების" ვარსკვლავმა თავის იერზე იხუმრა: "მარიო, კარგად გამოვიყურები? მაკიაჟი როგორ მაქვს?"

მანაც ხუმრობით უპასუხა: "შენი მაკიაჟი საოცრად გამოიყურება!"

არაერთმა თაყვანისმცემელმა სოციალურ ქსელებს მიაშურა, რათა კიმის ახალი "ლუქი" შეეფასებინა:

"ვისაც ეს მოგწონთ, საერთოდ, რა გჭირთ? ამაში ნორმალური არაფერია",- აცხადებდა ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ის ძალიან ცდილობს, რომ მოდის სფეროში აქტუალური იყოს, მაგრამ მისი გარეგნობა ყოველთვის აცდენილია",- წერდა მეორე.

ბევრი მომხმარებელი კი იმას აღნიშნავდა, რომ კარდაშიანის ნიღაბი თავისი ყოფილი მეუღლის, ქანიე უესთის იმიჯს იმეორებდა.

კიმს ნიღაბი 2021 წლის Met Gala-ს ცერემონიალზეც ეკეთა

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა