1952 წელს სსრკ პირველად დაუშვეს ოლიმპიადაზე, აქედან მოყოლებული ქართველები სპორტსმენები დიდი შრომის და ძალისხმევის ფასად ჯერ საბჭოთა იმპერიის ოლიმპიურ ნაკრებში ხვდებოდნენ, რის მერეც დიდი წარმატებებსაც აღწევდნენ. საქართველო, როგორ დამოუკიდებელი ქვეყანა, ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1994 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ყველა ჩატარებული ზამთრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა.
წარმოგიდგენთ ქართველ ოლიმპიელთა სიას (სსრკ–ის დროსა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ), რომელთაც ყველაზე მეტი მედალი აქვთ მოგებული:
ვიქტორ სანეევი (3 ოქრო, 1 ვერცხლი) ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ოლიმპიელია. მან მძლეოსნობაში, სამხტომში გადაბმულად 4 ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. სანეევი ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც სამხტომში ზედიზედ სამი ოქრო მოიგო (1968, 1972 და 1976 წლებში), ხოლო 1980-ში კი თავისი მეოთხე, ამჯერად ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სამი მედლის მფლობელი სპორტსმენები საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ჰყავს.
ლაშა ტალახაძე, რომელიც 3 ოლიმპიური ოქროს მფლობელია, მსოფლიოში საუკეთესო ძალოსნად არის აღიარებული.
სამივე სინჯის - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აქვთ ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილი და თავისუფალ მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს.
ერთადერთი სამი მედლის მფლობელმა ქალმა, სპორტული პისტოლეტიდან მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ, 2 მედალი სსრკ-ის დროს მოიპოვა (1988 ოქრო და ვერცხლი), ხოლო - კიდევ ერთი 2008 წელს (ბრინჯაო).
ორი მედლის მფლობელთა სია კი საკმაოდ გრძელია
გივი კარტოზია (1956 ოქრო, 1960 ბრინჯაო)
გიორგი სხირტლაძე (1956 ბრინჯაო, 1960 ვერცხლი)
რომან რურუა (1964 ვერცხლი, 1968 ოქრო)
ლევან თედიაშვილი (1972 და 1976 ოქრო)
დავით გობეჯიშვილი (1988 ოქრო, 1992 ბრინჯაო)
ლუკა (ელდარ) კურტანიძე (1996 და 2000 ბრინჯაო)
გიორგი გოგშელიძე (2008 ვერცხლი, 2012 ბრინჯაო)
ლადო ხინჩეგაშვილი (2012 ვერცხლი, 2016 ოქრო)
შოთა ჩოჩიშვილი (1972 ოქრო, 1976 ბრინჯაო)
ლაშა ბექაური (2020 და 2024 ოქრო)
დიტო შანიძე (1968 და 1972 ვერცხლი)
გიორგი ასანიძე (2000 ბრინჯაო, 2004 ოქრო)
ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა (1952 და 1956 ბრინჯაო)