ისრაელმა "ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზაზე საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა. მოგვიანებით კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა.

"უნდა ვნახოთ, რა ხდება. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ "ჰამასთან“ ყველაფერი ძალიან მშვიდობიანი იქნება. საკმაოდ ხმაურიანები იყვნენ, სროლა ჰქონდათ და ვფიქრობთ, რომ შესაძლოა ხელმძღვანელობა არ იყოს ჩართული. იცით, არის რამდენიმე მეამბოხე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე სათანადოდ მოგვარდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გუშინ ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში "ჰამასის“ სამიზნეები დაბომბეს, მათ შორის საველე მეთაურები, შეიარაღებული პირები, გვირაბი და იარაღის საწყობები, მას შემდეგ, რაც დაჯგუფების მებრძოლებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაუშვეს და ისრაელელ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაიღუპა.
პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო საჰაერო დარტყმების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.