სომხეთში, ქალაქ გიუმრიში მერიის წინ დაპირისპირებაა. ქალაქის მაცხოვრებლები მერიის შენობასთან იკრიბებიან, სადაც სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. მათ გადაკეტილი აქვთ მერიის შესასვლელი და არც გარეთ და არც შიგნით არავის უშვებენ.
მერიის თანამშრომლების თქმით, შენობაში იმყოფება მერი ვარდან გუკასიანი და ის ფაქტობრივად, იზოლირებულია. შესასვლელთან შეკრებილები არიან თანამშრომლები და შიშობენ, რომ მერს დააკავებენ.
სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, გიუმრის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მედიის ცნობით, გამოძიებაა დაწყებული მერის შვილის წინააღმდეგ. საქმე ეხება გამოძალვას და ქონების მითვისებას.