ავტორი:

"პრობლემა ჩემში კი არა, შენშია, საკუთარი თავის უნდა გრცხვენოდეს" - ჯენიფერ ლოპესს ყოფილი ქმარი ღალატში ადანაშაულებს

"პრობლემა ჩემში კი არა, შენშია, საკუთარი თავის უნდა გრცხვენოდეს" - ჯენიფერ ლოპესს ყოფილი ქმარი ღალატში ადანაშაულებს

ჯენიფერ ლოპესს ყოფილი ქმარი, ოჯანი ნოა, ღალატში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია მან "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ გამოაქვეყნა.

  • ლოპესი ყოფილმა მეუღლემ მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ჯენიმ "ჰოვარდ სტერნის შოუში“ თქვა, რომ მისი ყოფილი ქმრები "ქმედუნარიანები" არ ყოფილან.

"შეწყვიტე ჩემი დამცირება მსხვერპლის როლის თამაშით. პრობლემა ჩემში კი არა, შენშია. შენ ხარ ის, ვინც ვერ შეიკავა თავი. ოთხჯერ იყავი დაქორწინებული და ამ დროის განმავლობაში უამრავი ურთიერთობა გქონია.

მე მოსიყვარულე ადამიანი ვარ. გულწრფელი, შენდამი ერთგული ვიყავი, არასდროს მომიტყუებიხარ, არასდროს მიღალატია. ზედმეტად კარგად გექცეოდი. მაგრამ შენ... შენ დიდება და სიმდიდრე არჩიე. მომატყუე და მიღალატე, მე კი ქორწინების შენარჩუნებას ცდილობდი. შენ მთხოვე, რომ ქორწინება შემენარჩუნებინა, რათა პრესას შენზე ცუდად არ ესაუბრა.

გინდოდა ღალატისა და ტყუილის გაგრძელება. მე აღარ შემეძლო მუდმივი ტყუილის ატანა. ამიტომ მიგატოვე... ამიტომაც დაგშორდი. ერთხელ მაინც თქვი სიმართლე. აღიარე, რომ პრობლემა შენ ხარ. საკუთარი თავის უნდა გრცხვენოდეს", - წერს ჯენიფერ ლოპესის ყოფილი ქმარი.

ლოპესი ნოას 1996 წელს, მაიამიში, გლორია ესტეფანის რესტორანში შეხვდა. ისინი 1997 წლის თებერვალში დაქორწინდნენ, თუმცა 11 თვის შემდეგ განქორწინდნენ.

წყარო