ავტორი:

რას ამბობს ცოლი ტერორისტზე, რომელმაც ებრაულ სალოცავზე მკვლელობების სერია მოაწყო - "სექსუალური შეპყრობილობა სჭირს": შოკისმომგვრელი სიმართლე

რას ამბობს ცოლი ტერორისტზე, რომელმაც ებრაულ სალოცავზე მკვლელობების სერია მოაწყო - "სექსუალური შეპყრობილობა სჭირს": შოკისმომგვრელი სიმართლე

როდესაც ელიზაბეტ დევისმა მანჩესტერში, ჰიტონ პარკის სინაგოგაზე თავდასხმის შესახებ გაიგო, ტელეფონში ახალი ამბების დათვალიერებისას ეკრანზე ტერორისტის ბუნდოვანი გამოსახულება ამოიცნო.

მაღლა აწეული ხელები, "თვითმკვლელის ქამარი" და სნაიპერების მიერ დამიზნებული იარაღი - მამაკაცი, რომელიც მას უყურებდა, მისი გაუცხოებული ქმარი, ჯიჰად ალ-შამი იყო, რომელმაც ხუთი დღით ადრე უთხრა, რომ შვებულებაში მიდიოდა.

12-თვიანი მძიმე და დაძაბული ქორწინების შემდეგ, ელიზაბეტი ჯერ კიდევ შოკში იყო იმის გამო, რომ მის გვერდით მწოლიარე ადამიანი ისლამის სახელით ებრაულ სალოცავზე მკვლელობების სერიაზე იყო პასუხისმგებელი. ამ დროს, მისი სახლის კარი შეიარაღებულმა პოლიციამ შეამტვრია და მუხლებზე დადგომა უბრძანეს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ელიზაბეტმა დუმილი დაარღვია. გამოცემა Daily Mail-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, 46 წლის, ხუთი შვილის დედა ჰყვება, როგორ იქცა სექსით შეპყრობილი და მაკონტროლებელი ალ-შამი განდეგილად მას შემდეგ, რაც წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს.

რელიგიური მოქცევა და ტრაგედია

ქალბატონი დევისი, რომელიც 20 წლის განმავლობაში საავადმყოფოში მედდის თანაშემწედ მუშაობდა, 2024 წლის დასაწყისში სიყვარულის ძებნას შეუდგა, რადგან წინა წლებში ორი პარტნიორი დაკარგა: ჯერ მისი ხუთი შვილის მამა გარდაიცვალა კიბოთი, შემდეგ კი ახალი პარტნიორი.

"ფოტოზე: ელიზაბეტ დევისი, 46 წლის, ჰიტონ პარკის სინაგოგის ტერორისტ ჯიჰად ალ-შამის მესამე ცოლი"

ორჯერ დაქვრივებულმა ელიზაბეტმა, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, ისლამის მიღება გადაწყვიტა. მან განაცხადა: "ისლამი მშვენიერი რელიგიაა, თუ მას სწორად მიჰყვები. მომწონდა, რომ მუსლიმურ საზოგადოებაში ყველა ზრუნავდა ერთმანეთზე. ამ ყველაფერმა მიმიზიდა“.

ელიზაბეტი ისლამის მიღებამდე

უცნაური ქორწინება და ძალადობის დასაწყისი

ელიზაბეტი მუსლიმანურ გაცნობის აპლიკაციას მიმართა, სადაც ალ-შამი გაიცნო. კაცი საკუთარ თავს „J“-თი წარადგენდა - ეს იყო სახელის, ჯიჰადის შემოკლება.

წყვილი ერთმანეთს შეხვდა, თუმცა ელიზაბეტი დაქორწინებას არ ჩქარობდა. მიუხედავად ამისა, ალ-შამმა ერთ დღეს, მოულოდნელად, მშობლების სახლში მიიყვანა და ისლამურად დაქორწინება აიძულა, როდესაც ტელეფონით აწყობილ ცერემონიაზე „დიახ“ თქმის გარდა არაფერს სთხოვდნენ. მალე მიხვდა, რომ მასზე „ზეწოლა“ მოახდინეს და ის უკვე დაოჯახებული იყო.

ამ უჩვეულო ქორწინების შემდეგ, ალ-შამის ქცევა შეიცვალა.

"მახსოვს, ერთხელ დავაგვიანე და როდესაც მივედი, ყელში მწვდა და ბოდიშის მოხდას მთხოვდა" - ჰყვება ქალი.

ალ-შამი უკმაყოფილო იყო მისი ზრდასრული შვილების ქცევითაც, რადგან ვაჟი ლუდს სვამდა, ხოლო ქალიშვილების ჩაცმულობა არ მოსწონდა. მან განაცხადა, რომ ვერ იქნებოდა ამ „ვესტერნიზებულ“ გარემოში და უარი თქვა ელიზაბეტის სახლში მისვლაზე.

ქმარი ცოლს ჩაცმასაც უკონტროლებდა: "მან თქვა, თუ თმას და ფეხებს არ დავიფარავდი, ის "დაიუთის“ (ცოდვიანი მამაკაცის) სტატუსს მიიღებდა...“

აბორტი, მუცლის მოშლა და სექსუალური შეპყრობილობა

გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ელიზაბეტი დაფეხმძიმდა, ალ-შამიმ კი აბორტის გაკეთება უბრძანა. ელიზაბეტის უარის შემდეგ, მას ორსულობის მეორე თვეს, 2024 წლის დეკემბერში, მუცელი მოეშალა. მოწყენილმა და დაუცველმა, მხარდაჭერა ქმარს სთხოვა, მაგრამ არ მიუღია.

"მან უბრალოდ თქვა: „ალლაჰმა ასე ისურვა“ და საავადმყოფოშიც არ გამომყვა. არანაირი თანაგრძნობა არ გამოუხატავს ჩემ მიმართ. მუცლის მოშლიდან მეორე დღესვე მკითხა, „შემიწყდა თუ არა სისხლდენა“ - რათა ისევ სექსი ჰქონოდათ.

"ვგრძნობდი, რომ მას მხოლოდ ეს უნდოდა. როგორც კი მივდიოდი მასთან, მაშინვე სექსი გვქონდა და ამის შემდეგ ყურანიდან პასაჟების კითხვას იწყებდა. არ მქონდა უფლება წამოვსულიყავი, სანამ „მის მოთხოვნილებებს არ დავაკმაყოფილებდი“ — და ეს შეიძლებოდა მრავალჯერ მომხდარიყო.“

გაუპატიურება და განდგომა

ქორწინება კიდევ უფრო გაუარესდა. ალ-შამი, რომელიც მანჩესტერის ტერაქტის დროს სხვა გაუპატიურების ბრალდებით გირაოთი იყო გათავისუფლებული, ელიზაბეტს ყველაზე საშინლად მოექცა. ელიზაბეტი იხსენებს: "მან ძალით ამიყვანა და საწოლზე დამაგდო. ვეუბნებოდი „არა“ - უკვე გვქონდა სექსი, მაგრამ ვერ მოვიშორე... შემდეგ კი გამაუპატიურა.“

ქმარმა ვერც კი გააცნობიერა, რა ჩაიდინა, მან თავისი ქმედება იმით გაამართლა, რომ "ისლამში, ქმარს მოთხოვნილებები უნდა შეუსრულო". ამ საზარელი ფაქტის შემდეგ ელიზაბეტმა განქორწინება მოითხოვა, თუმცა ალ-შამი თვეების განმავლობაში უარს ამბობდა საუბარზე.

გაუცხოების პერიოდში, ალ-შამი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ის განდეგილად იქცა. ელიზაბეტისთვის უცნობი იყო, რომ მან ტერორიზმის გზაზე შედგა ფეხი. "ვცდილობდი არ შევხვედროდი. უბრალოდ ვგრძნობდი, რომ ურთიერთობა აღარ მინდოდა იმის გამო, როგორც მექცეოდა. განქორწინებას ვთხოვდი, მაგრამ მეუბნებოდა, "გაგეყრები, როცა მზად ვიქნები“.“

ტერაქტი და შოკისმომგვრელი სიმართლე

ეს დაპირისპირება გაგრძელდა იმ კვირამდე, როდესაც ალ-შამიმ თავდასხმა მოაწყო ჰიტონ პარკის სინაგოგაზე, იომ ქიფურის დროს, ებრაული რელიგიური კალენდრის უწმინდეს დღეს, 2 ოქტომბერს.

თავდასხმამდე ხუთი დღით ადრე მან ელიზაბეტს დაურეკა და უთხრა: "შეგიძლია მიიღო შენი განქორწინება". მან თქვა, რომ შვებულებაში მიდიოდა. ხუთი დღის შემდეგ, ალ-შამი თავისი მანქანით შეიჭრა ებრაელ მლოცველებში, რასაც დანით თავდასხმა მოჰყვა - ამ ქაოსმა 53 წლის ედრიან დოულბის და 66 წლის მელვინ კრავიცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ელიზაბეტი სახლში იყო, როდესაც ახალ ამბებში ქმრის სურათი დაინახა. რამდენიმე საათში შეიარაღებულმა პოლიციამ ის ტერორისტულ თავდასხმასთან კავშირში დააკავა. ექვსი დღის შემდეგ, დაკითხვის შემდეგ, ბრალდების გარეშე გაათავისუფლეს.

"ექვსი დღე საკანში ვიყავი, ინტერვიუებს ვაძლევდი. ვეუბნებოდი, რომ უდანაშაულო ვიყავი. ეს იყო ძალიან ტრავმული გამოცდილება. იმის გაფიქრება, რომ ურთიერთობა მქონდა ადამიანთან, რომელსაც ასეთი რამის ჩადენა შეეძლო, გულს მირევს, რადგან მოტყუებული ვარ და უბრალოდ არ მჯერა. დღემდე ვკითხულობ, არის თუ არა ეს რეალობა“, - ამბობს ელიზაბეტი.

ელიზაბეტმა მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი თაღლითი იყო და, როგორც ჩანს, ერთდროულად სამ ქალზე იყო დაქორწინებული. "მეგონა, ერთადერთი ვიყავი, მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ რამდენიმე ცოლი ჰყავდა. ეს ყველაფერი მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გავიგე".

ელიზაბეტი ამბობს, რომ ზოგიერთი მეზობელი მას ზედ არ უყურებს, სხვები კი "ტერორისტს“ ეძახიან. ის გრძნობს, რომ საზოგადოებისგან განდევნეს. მიუხედავად ამისა, ის იმედიანად რჩება.

წაიკითხეთ ასევე: