პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას - საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ეხმაურება და აცხადებს, რომ „გახარიას პარტია აღარ არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე გააკეთა.