ავტორი:

კრისტა ვულფის "მედეა. ხმები" უკვე გაყიდვაშია - "პალიტრა L" - მა ახალი სერია "ანაგენისი" დაიწყო

კრისტა ვულფის "მედეა. ხმები" უკვე გაყიდვაშია - "პალიტრა L" - მა ახალი სერია "ანაგენისი" დაიწყო

კრისტა ვულფის რომანით „მედეა.ხმები“ გამომცემლობა „პალიტრა L“ ახალ სერიას იწყებს. წიგნი დღეიდან, 20 ოქტომბრიდან უკვე გაყიდვაშია და მისი ღირებულება 1 კვირის განმავლობაში 12 ლარი იქნება.

სერია „ანაგენისი“ ლიტერატურისა და განსაკუთრებით, ანტიკური ლიტერატურის მოყვარულებისთვის საინტერესო სიახლეა. ის აერთიანებს ლიტერატურას, რომელიც ანტიკურ მითებს ახლებურად წარმოგვიდგენს. „ანაგენისის“ მიზანია დაგვანახოს, რომ ყველა თანამედროვე გამოწვევა, როგორიცაა შინაგანი კონფლიქტი, საზოგადოებრივი ზეწოლა, იდენტობის ძიება და სხვა სწორედ ანტიკური სამყაროდან იღებს სათავეს. სერია თავს უყრის უძველესი მითების ახლებურ და ხშირად, თამამ ინტერპრეტაციებს. მათი საშუალებით მკითხველი ყველა დროის აქტუალურ საკითხებს კიდევ უფრო უღრმავდება და საკუთარ კითხვებსა თუ გამოწვევებზე პასუხსაც პოულობს.

გამომცემლობამ ამ მნიშვნელოვან საწყისებზე ფიქრი კრისტა ვულფის რომანით „მედეა.ხმები“ დაიწყო. ნაწარმოებში ცნობილი გერმანელი ავტორი მედეას ამბავს ახლებურად გვიყვება. ამ შემთხვევაში ისტორია ცოცხლდება თავად მედეას, ანუ იმ ქალის თვალით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ერთფეროვანი ხედვითა და მიდგომებით იყო წარმოდგენილი.

არიან ავტორები, რომლებიც ერთ უბრალო კითხვას სვამენ — რა მოხდებოდა, თუ ყველაფერი, რასაც ვიჯერებდით, ტყუილი აღმოჩნდებოდა? კრისტა ვოლფიც სწორედ ასეთ კითხვაზე პასუხის ძიებით წერდა.

მან შეცვალა მედეას ხატი და რომანში ის არა საკუთარი შვილების მკვლელი, არამედ ჭეშმარიტების მაძიებელი ქალია, რომელსაც საკუთარი სიმართლის გამო საზოგადოება განდევნის. მედეა აღარ არის ბნელი ძალების მსახური და სასტიკი დედა. მასში მკითხველი ხედავს ადამიანურ სახეს, რომელსაც სიმართლის თქმისთვის საზოგადოებამ გაჩუმება აიძულა.

წიგნის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით, პრესის გავრცელების წერტილებში, ონლაინ ვებგვერდზე ან ნომერზე 2 47 00 45.

R