“ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა იმ წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ლუკა ხაჩიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის სივრცე მართლაც ვიწროვდება. ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა იმ წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ. რაც შეეხება შეკითხვას საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ, რომ ის ევროკავშირის წევრი გახდეს, მსგავსი ზომებით შეუძლებელი იქნება ასე ჩაითვალოს. ეს სრულიად საპირისპიროა იმ ყველაფრისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს“, - განაცხადა კალასმა.