Air China-ს რეისი, რომელიც შაბათს სეულისკენ მიფრინავდა, იძულებული გახდა შანხაიში იძულებით დაშვებულიყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მგზავრის ხელბარგში მოთავსებულ ლითიუმის ბატარეას ცეცხლი წაეკიდა და სალონი კვამლით გაივსო.

ცეცხლი CA139 რეისზე გაჩნდა, რომლითაც 160 მგზავრი ჰანჯოუს შაოშანის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხრეთ კორეაში, ინჩონის საერთაშორისო აეროპორტში მიემგზავრებოდა. Air China-მ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ ბორტზე ხანძარი ლითიუმის ბატარეას სპონტანურმა აალებამ გამოიწვია.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ალი და ძლიერი კვამლი ბარგისთვის განკუთვნილი ზედა სათავსოდან გამოდის¸ შეშინებული მგზავრები კი დახმარებას ითხოვენ. შემდეგ ორი ბორტგამცილებელი ცეცხლმაქრობებით ადგილზე სირბილით მიდის, დანარჩენები მგზავრებს ადგილებზე დარჩენისკენ მოუწოდებენ.
საბედნიეროდ ინციდენტმა მშვიდობიანად ჩაიარა და არავინ დაშავებულა.