ინდოეთში, ბიჰარის შტატის სოფელ კონჩიში, 74 წლის მამაკაცმა, მოჰან ლალმა, უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა - მან საკუთარი სიკვდილი ინსცენირება მოაწყო და "დაკრძალვის" პროცესია გამართა, რათა ენახა, ვინ მიაგებდა მას პატივს და გამოხატავდა სიყვარულს.
ინდოეთის საჰაერო ძალების ყოფილი ვეტერანი, მოჰან ლალი, სოფელში ცნობილი პიროვნებაა. ის განსაკუთრებით დააფასეს მას შემდეგ, რაც საკუთარი ხარჯებით კრემატორიუმი ააშენა მეზობლებისთვის. სწორედ ამის შემდეგ გაუჩნდა კითხვა: ნამდვილად აფასებენ და პატივს სცემენ თუ არა მას ნაცნობები და ახლობლები?
ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, ლალმა საკმაოდ უცნაური გეგმა შეიმუშავა. მან "სიკვდილი" გააყალბა. კაცის სხეული საკაცეზე დაასვენეს და სოფელში პროცესიაზე ჩამოატარეს. მოჰანის „სიკვდილის“ ამბის გაგების შემდეგ, ყველა, ვინც მას იცნობდა, სამგლოვიარო კოლონას შეუერთდა. ასობით ადამიანი მიდიოდა კრემატორიუმისკენ, რიტუალების დაცვით და გარდაცვლილის მიმართ პატივისცემის გამოხატვით.
მაგრამ კრემატორიუმის შესასვლელთან შოკისმომგვრელი რამ მოხდა: "გარდაცვლილი" საკაციდან ადგა და ჩამოხტა. ხალხი კარგა ხანს ვერ მოდიოდა გონს, თუმცა მოჰან ლალმა ყველას აუხსნა, რომ ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყო, რომ გაეგო, პატივს სცემდნენ თუ არა მას.
შემდეგ, გახარებულ მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, მან თავისივე ფიტული დაწვა და ყველა დიდ წვეულებაზე დაპატიჟა.