ავტორი:

თეთრი სახლის დანგრევა დაიწყო - ტრამპის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ ფრთას ახალ საბანკეტო დარბაზს მიაშენებენ

თეთრი სახლის დანგრევა დაიწყო - ტრამპის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ ფრთას ახალ საბანკეტო დარბაზს მიაშენებენ

ტრამპის ბრძანებით, თეთრ სახლში, ახალი საბანკეტო დარბაზის მშენებლობისთვის, აღმოსავლეთ ფრთის ნაწილის დანგრევა დაიწყო.

NBC News-ის ცნობით, მუშებმა შენობის გარე კედლის ნაწილი მოხსნეს, რომელშიც ადრე პირველი ლედის ოფისი და თეთრი სახლის დამხმარე სამსახურები იყო განთავსებული.

ახალი საბანკეტო დარბაზი დაახლოებით 1000 სტუმარს დაიტევს - ეს არის ხუთჯერ მეტი, ვიდრე ამჟამინდელი სახელმწიფო მისაღები სივრცე. პროექტი 250 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება და ტრამპის თქმით, ხარჯებს თავად და დონორები დაფარავენ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფრთა სრულად მოდერნიზებული იქნება და „უფრო ლამაზი იქნება, ვიდრე ოდესმე“.

მანამდე კი ტრამპმა განაცხადა, რომ საბანკეტო დარბაზის მიშენება იქნება არსებული შენობის „მახლობლად“, მაგრამ არ შეცვლის მას.

თეთრი სახლის აღმოსავლეთის ფრთა 1902 წელს აშენდა და ბოლოს 1942 წელს განახლდა.