ავტორი:

"შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მეძავს მეძახდნენ..."  - კირა ნაითლი იხსენებს, რა მოჰყვა მის პოპულარობას "კარიბის ზღვის მეკობრეებში" მონაწილეობის შემდეგ

"შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მეძავს მეძახდნენ..."  - კირა ნაითლი იხსენებს, რა მოჰყვა მის პოპულარობას "კარიბის ზღვის მეკობრეებში" მონაწილეობის შემდეგ

"ლონდონ თაიმსთან“ ინტერვიუში მსახიობი კირა ნაითლი იხსენებს იმ სირთულეებს, რისი გამოვლაც მოუწია "კარიბის ზღვის მეკობრეების“ პოპულარობის პიკის დროს. მისი თქმით, იმ პერიოდში მსახიობი პაპარაცების ყოველდღიურ თვალთვალში ცხოვრობდა.

"შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მეძავს მეძახდნენ, განსაკუთრებით, როცა ვინმესთან ერთად ვიყავი, შეყვარებულთან, ძმასთან ან მამასთან ერთად. ისინი მსგავსი პროვოკაციებით ჩემგან აგრესიული რეაქციის მიღებას ცდილობდნენ“, - ამბობს მსახიობი.

ნაითლი იხსნებს, რომ ამ პერიოდში ყოველდღე ერთსა და იმავე ტანსაცმელს იცვამდა, რათა ტაბლოიდებისთვის საინტერესო არ ყოფილიყო მისი ტანსაცმელი მოიცავდა ერთი ტიპის სამ წყვილ ჯინსის შარვალს, ზოლიან მაისურს და ბათინკებს.

"როცა პაპარაცის ვხედავდი, უბრალოდ, გავჩერდებოდი და გაუნძრევლად ვიდექი ხოლმე. ერთხელ ამ მდგომარეობაში ხუთი საათი ვიყავი“. - ამბობს ის. ამ პერიოდში ნაითლი მსახიობობისთვის თავის დანებებასაც კი ფიქრობდა.

კირა ნაითლი 18-ის იყო, როცა "კარიბის ზღვის მეკობრეები“ გამოვიდა და მსახიობმა საერთაშორისო ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა. ის ამბობს, რომ პოპულარობა "დიდ ფასად“ მიიღო.