ავტორი:

ბრალი წარუდგინეს ქალს, რომელმაც პარიზის ბუნებისმეტყველების მუზეუმიდან 1.5 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს 6 ზოდი მოიპარა

ბრალი წარუდგინეს ქალს, რომელმაც პარიზის ბუნებისმეტყველების მუზეუმიდან 1.5 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს 6 ზოდი მოიპარა

ბრალი წარუდგინეს ჩინეთში დაბადებულ ქალს, რომელმაც გასულ თვეში, პარიზის ბუნებისმეტყველების მუზეუმიდან 1.5 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს 6 ზოდი მოიპარა. ქალი ბარსელონაში დააკავეს, როცა გადამდნარი ოქროს გასაღებას ცდილობდა.

ფრანგული მედიის ცნობით, მუზეუმის დაცვის სისტემა კიბერშეტევის შედეგად იქნა გამორთული. "გამოცდილმა და ინფორმირებულმა ქურდებმა დაცვის სისტემაში სუსტი წერტილი იპოვეს, რომელიც 2024 წლის აუდიტს გამორჩა“, - ამბობს მუზეუმის პრესსპიკერი.

დაკავების დროს, ქალს ხელთ დაახლოებით ერთი კილოგრამი გადამდნარი ოქრო ჰქონდა. გამოძიება ჯერაც გრძელდება. ცნობების მიხედვით, ქალი ჩინეთში გამგზავრებისთვის ემზადებოდა.

მოპარული ქვებიდან ერთ-ერთი, ავსტრალიური ოქროს ზოდი 5 კილოგრამს იწონის და დღევანდელი ფასებით 585 ათასი ევრო ღირს.

"ჩვენ საქმე გვაქვს პროფესიონალთა ჯგუფთან, რომლებმაც იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ და რა მოწყობილობები უნდა გამოეყენებინათ", - აცხადებს მუზეუმის დირექტორი, ემანუელ სკულიოსი.

ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთში კიდევ ერთი დიდი ქურდობა მოხდა - ლუვრის მუზეუმიდან ფრანგული სამეფო სამკაულები მოიპარეს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მინიმუმ ოთხი ფრანგული მუზეუმი გაქურდეს, მათ შორის ლუვრი და ბუნებისმეტყველების მუზეუმი.

იხილეთ ასევე:

მოამზადა საბა ჩიტიაშვილმა