ავტორი:

ამოუცნობი ნათება ჩვენი გალაქტიკის ცენტრში - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

ამოუცნობი ნათება ჩვენი გალაქტიკის ცენტრში - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ჩნდება იდუმალი, დიფუზური ნათება, რომელსაც გამა სხივები გამოსცემს. ეს გამა-გამოსხივება წარმოიქმნება რადიოაქტიურო ბირთვებისა და ელემენტარული ნაწილაკების დაშლისას, ნაწილაკ-ანტინაწილაკის წყვილის ანიჰილაციისას, აგრეთვე სწრაფი დამუხტული ნაწილაკების გავლისას ნივთიერებაში.

NASA-ს ტელესკოპმა ნათება 2008 წელს დააფიქსირა. ზოგიერთი ასტრონომი მიიჩნევს, რომ ნათების წყარო პულსარებია - აფეთქებული ვარსკვლავების მბრუნავი ნარჩენები. ახლახან, ასტრონომებმა ზოგიერთ მათგანს ახსნაც მოუძებნეს: თითქმის მიძინებული შავი ხვრელები.

სუპერკომპიუტერების გამოყენებით ჩატარებული ახალი სიმულაციები პირველად აჩვენებს, რომ უხილავი (ბნელი) მატერიის შეჯახებებმაც შეიძლება წარმოქმნას ნათება, რაც ამ მატერიის თეორიას წონას მატებს.

შვეიცარიელმა ასტრონომმა ფრიც ცვიკიმ უხილავი მატერიის არსებობის თეორია 1930-იან წლებში წამოჭრა, ხოლო ამერიკელმა ასტრონომებმა ვერა რუბინმა და ვ. კენტ ფორდმა ეს 1970-იან წლებში დაადასტურეს. მათ შენიშნეს, რომ სპირალური გალაქტიკების კიდეზე მოძრავი ვარსკვლავები ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ იმისთვის, რომ ხილული მატერია და გრავიტაცია შეეკავებინათ. შესაბამისად, ვარაუდობდნენ, რომ არსებობდა მატერიის დიდი, უხილავი რაოდენობა, რომელიც ხელს უშლიდა მათ ერთმანეთისგან დაშორებას.

არსებობს მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს ეს უხილავი (ბნელი) მატერია. ამან განაპირობა ისეთი დეტექტორების აგება, როგორიცაა LZ - ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ბნელი მატერიის ჰიპოთეზური ნაწილაკების აღმოსაჩენად. ისინი სინათლეს არ შთანთქავენ და ჩვეულებრივ მატერიაში თითქმის შეუფერხებლად გავლა შეუძლიათ.

"უხილავი მატერიის გარკვევა ჩვენი საუკუნის სამეცნიერო ამოცანაა... და თუ ეს სიმართლეა, ჩვენ უფრო ახლოს ვართ სამყაროს ფუნდამენტური საიდუმლოს გამოვლენასთან“, - “, - ამბობს მაიამის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნიკო კაპელუტი.

წყარო