ავტორი:

"აქ, კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ. მხნედ ვართ..." -  ლევან ჯობავას წერილი ციხიდან

"აქ, კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ. მხნედ ვართ..." -  ლევან ჯობავას წერილი ციხიდან

სამოქალაქო აქტივისტი, ლევან ჯობავა იზოლატორიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ "ჩაგვრა არავის შერჩება". წერილი სოციალურ ქსელში ახლობლებმა გაავრცელეს.

გზის გადაკეტვის გამო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვებული აქტივისტი ბოლომდე ბრძოლას აანონსებს და მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის ხალხის მადლობას უხდის.

"სალამი ხალხო,

მერიდება კიდეც პატიმრის ამპლუაში ვიყო და ვწერდე მაშინ, როცა მესამე დღეა იზოლატორში ვარ, თან იმ ფონზე, როცა ადამიანები თვეობით ჰყავს ტყვეობაში რეჟიმს.

აქ, კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ. მხნედ ვართ.

ტელევიზორის ყურების ერთ საათს საინფორმაციოების გადახვევაში ვატარებთ. მადლობა ყველას ჩვენი ოჯახი თანადგომისთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა ბრძოლისთვის. ჩაგვრა არავის შერჩება. მხნედ იყავით და ერთმანეთს გაუფრთხილდით. ბრძოლა ბოლომდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს",- წერს ლევან ჯობავა. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ლევან ჯობავას 19 ოქტომბერს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

იხილეთ ასევე: