ამ ცოტა ხნის წინ, საკუთარ სახლთან დააკავეს მწერალი და ჟურნალისტის ბექა ქურხული. მას შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის გამო ადმინისტრაციული წესით ედავებიან.
"ბექა დაიჭირეს, სახლთან აუყვანიათ. ჯერ სხვა არაფერი ვიცი. ვეძებ ადვოკატს“, - წერს ლექსო ქურხული სოციალურ ქსელში.
"მწერალი ბექა ქურხული დააპატიმრეს, ისტერიკაა, და აი რაა... აი, მერე? "ქოცებს" ჰგონიათ თავის სამშობლოს ღალატს ამით მიჩქმალავენ... ბექას რომ აპატიმრებ, კიდევ უფრო ამტკიცებ რომ ღალატობ სამშობლოს", - მწერალი და კინორეჟისორი ბესო სოლომანაშვილი.