ავტორი:

ავსტრალიის უდაბნოში ამოუცნობი დამწვარი ობიექტი იპოვეს

ავსტრალიის უდაბნოში ამოუცნობი დამწვარი ობიექტი იპოვეს

ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში, პილბარას უდაბნოში გაუგებარი დანიშნულების დიდი, დამწვარი ნამსხვრევი აღმოაჩინეს, რომელიც როგორც ჩანს მიწის ზედაპირზე კოსმოსიდან მოხვდა.

ნამსხვრევი ნიუმანის მაღაროელთა ქალაქიდან დაახლოებით 30 კილომეტრში იპოვეს.

ამ დროისთვის მიმდინარე საგამოძიებო პროცესში პოლიცია, ავსტრალიის კოსმოსური სააგენტო, ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგებო სამსახურის დეპარტამენტები არიან ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დასკვნა ჯერ არ არის მიღებული, წინასწარი ვარაუდით ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული ობიექტი კოსმოსური ხომალდის ნაწილია, ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება ჩინეთის მიერ სექტემბერში გაშვებული “ჯიელინგის“ რაკეტის ნაწილი იყოს.

კოსმოსური ნარჩენების პოვნა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. უსაფრთხოების მრავალი მექანიზმი ზღუდავს იმ რისკს, რაც ორბიტაზე მყოფი ტექნიკის დედამიწაზე ჩამოვარდნას უკავშირდება. მოძველებული ხომალდების დედამიწის ატმოსფეროში ხელმეორედ შემოსვლა უმეტესწილად მკაცრად კონტროლირებადი პროცესია, ხოლო თავად მასალების უდიდეს ნაწილი, რომლისგანაც ეს ხომალდებია დამზადებული ჰაერში იწვის და ზედაპირამდე ვერ აღწევს.

წყარო