ავტორი:

ჩემპიონთა ლიგაზე "კვარაშოუ" გრძელდება - ლევერკუზენთან პირველ ტაიმში კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგაზე "კვარაშოუ" გრძელდება - ლევერკუზენთან პირველ ტაიმში კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ სტუმრად "ბაიერ ლევერკუზენს" უპირისპირდება. პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველ ტაიმში საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა.

  • პირველი ტაიმი პარი-სენ ჟერმენის გამარჯვებით 1-4 დასრულდა.

მეტჩი პსჟ-მ მეშვიდე წუთზე გახსნა - გოლი პაჩომ გაიტანა. საპასუხო ბურთი გარსიამ 11-მეტრიანი დარტყმით 38-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

41-ე წუთზე დეზირე დუემ კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ისარგებლა, ბურთი კარის ბადეში მოექცა და თავისი გუნდი დააწინაურა.

44-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 1-3 გახდა. დამატებით დროში დეზირე დუემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და შესვენებაზე პსჟ სოლიდური უპირატესობით გავიდა.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს მეორე გოლია.