ავტორი:

გოლების წვიმა, 2 წითელი ბარათი, "კვარას" გოლი და ასისტი - პსჟ-"ლევერკუზენის" მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ (ვიდეო)

გოლების წვიმა, 2 წითელი ბარათი, "კვარას" გოლი და ასისტი -  პსჟ-"ლევერკუზენის" მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ სტუმრად "ბაიერ ლევერკუზენს" დაუპირისპირდა. მატჩი უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. იყო ყველაფერი, რის გამო მილიონობით ადამიანს ფეხბურთი უყვარს.

საბოლოოდ პარიზულმა გუნდმა ანგარიშით - 2-7 მოიგო.

  • პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც პირველ ტაიმში საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა.

მატჩი პსჟ-მ მეშვიდე წუთზე გახსნა - გოლი პაჩომ გაიტანა. საპასუხო ბურთი გარსიამ 11-მეტრიანი დარტყმით 38-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

41-ე წუთზე დეზირე დუემ კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ისარგებლა, ბურთი კარის ბადეში მოექცა.

44-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 1-3 გახდა. დამატებით დროში დეზირე დუემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

  • მეორე ტაიმიც პსჟ-ს უპირატესობით გაგრძელდა. 50-ე წუთზე ნუნუ მენდეშმაც გაიტანა, ხოლო 54-ე წუთზე გარსიამ 1 ბურთი გაქვითა - 2-5.

კვარაცხელია 62 წუთზე შეცვალეს. 66-ე წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა უსმან დემბელემაც გაიტანა თავისი გოლი და ანგარიში 2-6 გახდა. 90-ე წუთზე ვიტიანამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 2-7 დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ორი წითელი ბარათიც ვნახეთ - მსაჯმა ორივე გუნდიდან გააძევა თითო ფეხბურთელი

Flashscore-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ამ მატჩში 8.2 ქულით შეფასდა.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს მეორე გოლია.