აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, შეხვდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
"არ მინდა უსარგებლო შეხვედრა. არ მინდა დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ, ვნახავ, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიიღებს.