პერუს პრეზიდენტმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დანაშაულთან ბრძოლაში ჩვენ თავდაცვიდან შეტევაზე გადავდივართ. ეს ბრძოლა საშუალებას მოგვცემს მშვიდობა, სიმშვიდე და მილიონობით პერუს მოქალაქის ნდობა უკან დავიბრუნოთ“, - განაცხადა პერუს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ლიმაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები მთავრობის მხრიდან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მოითხოვენ. საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.
პერუს პრეზიდენტმა, ხოსე ხერიმ, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა კონგრესის მიერ დინა ბოლუარტეს გადაყენების შემდეგ დაიკავა, განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი დანაშაულთან ბრძოლა იქნება.