ავტორი:

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა, მითუმეტეს რესპირატორული ვირუსების სეზონზე, არასწორია“ - მაია ბუწაშვილი

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა, მითუმეტეს რესპირატორული ვირუსების სეზონზე, არასწორია“ - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ რესპირატორული ვირუსების შემოტევის სეზონზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა არასწორია.

ამის შესახებ ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა, მითუმეტეს ამ სეზონზე, როცა რესპირატორული ვირუსების შემოტევაა, არასწორია.

ეს განსაკუთრებით პრობლემურია ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ვისთვისაც გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსები შეიძლება სერიოზული გართულებით წარიმართოს.

ახლა არ შემომივარდეთ, თუ ქრონიკული დაავადება აქვს ადამიანს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე რა უნდაო,“ - წერს ინფექციონისტი.