ავტორი:

უხერხულობა, შემზარავი სიჩუმე და მომენტი, რომელიც ამ მოდელს არასდროს დაავიწყდება - რა მოხდა Miss International-ზე: "მას ეგონა, რომ ფინალისტი გახდა, თუმცა..." (ვიდეო)

უხერხულობა, შემზარავი სიჩუმე და მომენტი, რომელიც ამ მოდელს არასდროს დაავიწყდება - რა მოხდა Miss  International-ზე: "მას ეგონა, რომ ფინალისტი გახდა, თუმცა..." (ვიდეო)

სილამაზის კონკურსზე Miss Grand International, რომელიც ტაილანდში გაიმართა, "მის პანამის", ისამარ ჰერერას წარმომადგენელს ისეთი რამ შეემთხვა, რომელიც სავარაუდოდ, არასდროს დაავიწყდება.

  • დაჯილდოების ცერემონიაზე ის 76 სხვა კონკურსანტთან ერთად იდგა, როდესაც ფინალში გასული 22 კონკურსანტი გამოაცხადეს. ერთ მომენტში, როდესაც წამყვანმა "მის პარაგვაი" გამოაცხადა, პარაგვაის წარმომადგენლის ნაცვლად "მის პანამა" გამოვიდა სცენის წინა ნაწილზე, მომღიმარი სახით და "ფინალში" გადასვლას ზეიმობდა.

თუმცა როგორც ვიდეოში ჩანს, გარშემო სრული დუმილი და უხერხულობა იყო.

ქალმა სავარაუდოდ, ენობრივი ბარიერის, ან ნერვიულობის გამო, არასწორად გაიგო თუ რა თქვა წამყვანმა.

როდესაც წამყვანმა მეორედ გამოაცხადა, რომ ფინალისტი სინამდვილეში "მის პარაგვაი" იყო კონკურსანტი უხერხულად დაუბრუნდა თავის ადგილს, ხოლო სცენაზე "მის პარაგვაი" გამოვიდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/i8fDV8BiDXw?si=5f8_dNixvt26mVur" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>