ავტორი:

ექიმი, რომელიც ყველა პაციენტს უყვარს - თამარ ორდენიძის გზა სტომატოლოგის შიშიდან საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკამდე

ექიმი, რომელიც ყველა პაციენტს უყვარს - თამარ ორდენიძის გზა სტომატოლოგის შიშიდან საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკამდე

თამარ ორდენიძე - ეს სახელი და გვარი ქართულ სამედიცინო სფეროში უკვე კარგად ცნობილი და დამკვიდრებულია. თამარ ორდენიძის სტომატოლოგიური კლინიკა გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, იმ დამოკიდებულებითა და პატივისცემით, რაც კლინიკაში მისულ თითოეულ პაციენტს ხვდება. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ სახელისა და გვარის, პროფესიონალი ექიმის უკან დგას პატარა გოგო, რომელსაც სტომატოლოგის პანიკური შიში ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ოჯახის დიდი მხარდაჭერით, შეძლო ჩამოყალიბებულიყო სტომატოლოგად, რომელიც დღეს უამრავ ადამიანს ანალოგიური ფობიის დაძლევაში ეხმარება.

უფრო დეტალურად, თუ როგორი იყო გზა გოგონასი, რომელმაც სტომატოლოგიას სულ სხვანაირად შეხედა და როგორია დღეს ექიმი, რომელიც ყველა პაციენტს უყვარს, თავად თამარ ორდენიძე მოგვიყვება.

თამარ, რატომ გადაწყვიტეთ სტომატოლოგობა? რამ იქონია გავლენა თქვენს არჩევანზე?

ჩემი არჩევანი ბავშვობიდან მომდინარეობს. ადრეულ ასაკში მქონდა სტომატოლოგიის მიმართ შიში, რომელიც მოგვიანებით სპეციალისტის არასწორმა მიდგომამ გააღრმავა. ჩემი მშობლები სხვა მიმართულების ექიმები გახლდნენ და ზოგადად, სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობა მქონდა. თუმცა, როგორც გითხარით, სტომატოლოგის არასწორმა მიდგომამ ჩემში ამ პროფესიის მიმართ ფობია, პანიკური შიში ჩამოაყალიბა. ცოტა უფრო მოზრდილობის ასაკში კვლავ არასწორი ექიმი შემხვდა და შიში გაგრძელდა. ის იმდენად გაღრმავდა, რომ უკვე ჯანმრთელობის პრობლემა მექმნებოდა.

აბიტურიენტობისას ექიმობა გადავწყვიტე, რადგან ოჯახში თითქმის ყველა - ბებია, დედა, მამა ექიმები იყვნენ და სხვა პროფესია ვერც წარმომედგინა. დედას ვუთხარი, ნებისმიერი მიმართულების ექიმი გამოვიდოდი სტომატოლოგის გარდა. პასუხად კი მივიღე, რომ სწორედ სტომატოლოგია იყო ყველაზე თანამედროვე მიმართულება და ფიქრობდა, რომ კარგი და ძლიერი ექიმი სტომატოლოგი გამოვიდოდი. ძალიან გამიკვირდა, რადგან დედამ ყველაზე კარგად იცოდა, თუ რატომ და როგორ მეშინოდა სტომატოლოგიის. მან ფურცელზე დამაწერინა: რა არ მომწონდა, რას არ გავაკეთებდი და რას გავაკეთებდი, მე რომ სტომატოლოგი ვყოფილიყავი. დაწერილის წაკითხვისა და გაანალიზების შემდეგ კი მივხვდი, რომ მართლაც ეს იყო ჩემი საქმე.

დღეს ვარ სტომატოლოგი, რომელიც ვერასდროს გაუკეთებს თავის პაციენტს იმ არასწორ მანიპულაციას და ვერ დაანახებს არასწორ მიდგომას, რომელიც მე შემხვდა ბავშვობაში.

ეს ყველაფერი მაძლევს ძალას და მოტივაციას ვიყო ყველაზე გულისხმიერი ექიმი.

რამდენად რთული იყო პატარა თამარის გზა წარმატებულ ექიმობამდე?

ზოგადად, გადაწყვეტილებას დიდი ფიქრის შემდეგ ვიღებ და რასაც გადავწყვეტ, სიღრმისეულად ვერთვები მის განხორციელებაში. შედეგის მისაღებად ყველანაირ რესურსს ვიყენებ. შესაბამისად, ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მე მქონდა ძალა და მოტივაცია, რომ აქამდე მოვსულიყავი.

დღეს თქვენ ხართ ექიმი, რომელსაც ყველაზე დაუმორჩილებელი ბავშვებიც კი უჩერდებიან სავარძელზე. როგორ შეძელით ეს?

თითოეულ პაციენტს აღვიქვამ, როგორც ჩემს შვილს, დედას და ოჯახის წევრს, მისი ტკივილი მტკივა და ჯანმრთელობა მახარებს. დღის განმავლობაში ისეთ სირთულეებთან მიწევს გამკლავება, რომ ამ მიდგომის გარეშე უბრალოდ ვერ შევძლებდი.

ჩემთვის ეს პროფესია მხოლოდ კბილის ექიმობას არ გულისხმობს. ფსიქოლოგიურ დონეზე მაქვს თითოეული დეტალი შესწავლილი და დღეს თამარ ორდენიძე არის მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი სწორედ ამ მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ექიმის პარალელურად ფსიქოლოგები და მსახიობებიც უნდა ვიყოთ.

ამას ადასტურებს ისიც, რომ ჩემს სამეცნიერო კვლევად სადოქტორო პროგრამაზე ავირჩიე სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და უშუალოდ პირის ღრუზე.

თამარ ორდენიძე არ დასჯერდა პროფესიულ წარმატებას და უკვე საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკაც აქვს. რატომ გადაწყვიტეთ კლინიკის გახსნა?

ჩემს პროფესიაში შევისწავლე თითქმის ყველა მიმართულება: ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, ქირურგია, იმპლანტაცია და სამეცნიერო კვლევებიც ჩავატარე. შემდეგ სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო კლინიკაში მივიღე პრაქტიკული გამოცდილება. ისეთ პაციენტებთანაც მქონია შეხება, რომლებიც სტაციონარულად ითვლებოდნენ და სწორი მიდგომით ზოგადი ანესთეზია, ე.წ. ნარკოზი და სტაციონარი ავაცილე თავიდან. რაც ისედაც რთული პაციენტებისთვის დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

როდესაც ვხედავდი პაციენტების, მათი მშობლების მადლიერ სახეებს, მინდოდა, მეტი რესურსი მქონოდა. სწორედ ამიტომ დავსახე გეგმა, რომ მე თავად შემექნა სივრცე, სადაც მოსულ ადამიანს დახვდებოდა არასტრესული გარემო, ბავშვთა და უფროსთა მოსასვენებელი ადგილი, ოჯახური გარემო და რაც მთავარია, სტომატოლოგიის ყველა სერვისი ერთ სივრცეში. აპარატურაც უნდა ყოფილიყო ისეთი, რომელიც დისკომფორტს არ შეუქმნიდა. ეს გეგმა განვახორციელე და დღეს თქვენს წინაშე ვარ თამარ ორდენიძის სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი.

რა არის კლინიკის მთავარი კონცეფცია?

კლინიკის მთავარი კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე; ჩვენ ვართ თქვენი სიმშვიდის გარანტი. თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში დაგეხმარებით არამარტო პირის ღრუს გაჯანსაღებაში, არამედ დაგაძლევინებთ შიშს და თქვენთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნო პროცესი გახდება . ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენ მიიღოთ შედეგი, რომელიც ოცნებებში წარმოგედგინათ. აქ მოსულ პაციენტს ყველანაირი ხელშეწყობა ხვდება. ეს ეხება როგორც მორალურ, ისე ადამიანურ და ფინანსურ საკითხებს.

მაქსიმალურად ვცდილობთ, შევიდეთ ადამიანების მდგომარეობაში და მათი ჯანსაღი ღიმილი იმდენად მადლიანი იყოს, რომ მერე ეს მადლი ჩვენ წავიღოთ ჩვენი ცხოვრების გზაზე.

დღეს თამარ ორდენიძის პროფესიონალიზმის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. რას გვეტყვით კლინიკის სხვა ექიმებზე? როგორ არჩევთ თანამშრომლებს?

კლინიკისთვის გუნდის შეკრება მთავარი საკითხია. ამ სივრცეს არ ჰქვია თამარ ორდენიძის სახელი იმიტომ, რომ მე მომწონს ასე. სახელის უკან უკან დგას მინიმუმ 50-წლიანი გამოცდილების მქონე ექიმების შვილი, ექიმებისა, რომლებმაც ცხოვრება სუფთა ფურცლით დაიწყეს და ღირსეულად გააგრძელეს. სწორედ მათი სახელი, ღვაწლი და შრომაც ჩავაქსოვე ამ კლინიკაში. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან დედა აღარ მყავს. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელსა და გვარს - თამარ ორდენიძე იმხელა პასუხისმგებლობა აკისრია, რომ მე არ შემიძლია ჩემი თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციაზე პასუხისმგებელი არ ვიყო.

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული სამეცნიერო კონფერენციებში და მუდმივად განვითარებაზე ვმუშაობთ. სტომატოლოგია იმდენად განვითარებადი დარგია, რომ თუ არ გავასწარით მოვლენებს, მათ ვერ დავეწევით. შესაბამისად, ვცდილობ ჩემი კოლექტივის ყველა წევრი მუდმივად იღებდეს ცოდნას, გამოცდილებას, ახალ ინფორმაციას, უსწრებდეს მოვლენებს და ვიყოთ ნომერ პირველი ექიმები, რომლებიც პაციენტებს სწორ მიდგომებს სთავაზობენ.

რას ნიშნავს დღეს იყო კარგი სტომატოლოგი?

იყო კარგი სტომატოლოგი ნიშნავს, იყო კარგი ადამიანი, შეგეძლოს სხვას მოუსმინო, გაიგო მისი ტკივილი, შეკრიბო სრულყოფილი ანამნეზი და გქონდეს იმდენი ცოდნა, რომ მარტივად და მოკლე გზით მიუდგე ყოველ შემთხვევას.

პროფესიულ სტრესს როგორ უმკლავდებით?

ძალიან აქტიური სოციალური ქსელი მაქვს, სადაც უამრავ თბილ შეტყობინებას ვიღებ მადლიერი ადამიანებისგან. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. დილით ქუჩაში გამოსულს მხვდებიან პაციენტები და ასევე ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც მცნობენ და ვუყვარვარ. ეს საკმარისია იმისათვის, რომ დაღლილობა და სტრესი გააქარწყლოს.

დიდ შვებას ვპოულობ სიმღერის დროს, რომელიც ასე ძალიან მოსწონს ჩემს მსმენელებს, მე მასში ვაქსოვ ჩემს ცხოვრებას, სიხარულს, ტკივილს, რომელიც განმიცდია და რომელიც ძალიან ნამდვილია. ჩემს სიმღერას სულის ამოძახილი უფრო ჰქვია, ვიდრე სხვა რამ.

მთელ ენერგიასა და შესაძლებლობებს ვდებ იმაში, რომ თითოეულმა ადამიანმა მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს. როგორც გითხარით, ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ჩვენთან ხელმისაწვდომია როგორც ბავშვების, ისე უფროსების თერაპია, ქირურგია, იმპლანტაცია, ორთოპედია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია. აქვეა ორთოპედიული ლაბორატორია და ტომოგრაფიაც.

გეტყვით, რომ ჩვენს კლინიკაში კონსულტაცია უფასოა. ნებისმიერ ადამიანს გულით ვეხმარებით, რომ საკუთარ პირის ღრუზე ზრუნვა დაიწყოს.

R