მზია ამაღლობელმა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო. მზია ამაღლობელის გარდა ეს ჯილდო ასევე მიიღო პატიმრობაში მყოფმა ბელარუსმა ჟურნალისტმა, ანდჟეი პოჩობუტმა.
გამარჯვებულის ვინაობა დღეს ევროპარლამენტში დაასახელეს, ინფორმაცია გამოქვეყნებულია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც.
ცნობისთვის, სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.
მზია ამაღლობელი არის პირველი ქართველი, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მიიღო.