ავტორი:

გაგრიდან დევნილ 71 წლის აზა ჩილაჩავას, რომელსაც აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

გაგრიდან დევნილ 71 წლის აზა ჩილაჩავას, რომელსაც აქციაზე სახის დაფარვას ედავებოდნენ, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა

გაგრიდან დევნილ, 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელსაც შსს სახის დაფარვას ედავებოდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ქოჩქიანმა ჩილაჩავას სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

აღნიშნულის მიზეზი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია გახდა, ვინაიდან უწყება ჩილაჩავას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას არ ითხოვდა.

პროცესს აზა ჩილაჩავა არ ესწრებოდა. როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ პატარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მან მოსამართლის სხდომის მდივნისგან სხდომის გადადების შესახებ ინფორმაცია მიიღო, თუმცა პროცესი მათ გარეშე ჩატარდა, ჩილაჩავას კი ადვოკატი საზოგადოებრივი წესით დაენიშნა.

აზა ჩილაჩავას 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე სახის დაფარვას ედავებოდნენ.