ავტორი:

დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან "მახვილიანი დრაკონის" ჩონჩხი იპოვეს - რას ამბობენ პალეონტოლოგები

დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან "მახვილიანი დრაკონის" ჩონჩხი იპოვეს - რას ამბობენ პალეონტოლოგები

პალეონტოლოგებმა ამოხსნეს იდუმალი "მახვილიანი დრაკონის" ჩონჩხის საიდუმლო, რომელიც დიდი ბრიტანეთის სანაპიროსთან იქნა ნაპოვნი.

10 ოქტომბერს, მანჩესტერის უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ჩონჩხი, რომელიც 2001 წელს დორსეტის მიდამოებში, გოლდ ქეფის მახლობლად აღმოაჩინეს, ახალ, მანამდე უცნობ იჰთიოზავრის სახეობას ეკუთვნის.

იჰთიოზავრები ზღვაში მცხოვრები რეპტილიები იყვნენ, რომლებიც ამავდროულად ატმოსფეროს ჰაერით სუნთქავდნენ და როგორც სპეციალისტები ამბობენ ერთ დროს "ძველი ოკეანეების მბრძანებლებიც" იყვნენ.

უძველეს რეპტილიას Xiphodracon goldencapensis, ანუ "დორსეტის მახვილიანი დრაკონი" ეწოდა“, ის ე.წ. პლიენსბახის ეპოქაში, დაახლოებით 193-184 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

პალეონტოლოგების თქმით, Xiphodracon სიგრძეში დაახლოებით 3 მეტრი იყო და და თევზებითა და სკუმბრიებით იკვებებოდა.

მეცნიერების განცხადებით , ეს ნამარხი მსოფლიოში ერთადერთი ცნობილი ეგზემპლარია და მნიშვნელოვანად უწყობს ხელს იჰთიოზავრების ევოლუციის ისტორიის შესწავლას.

წყარო