ავტორი:

რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა (ფოტოები)

რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა (ფოტოები)

ფოტოები: გიორგი ჟამერაშვილი, ინტერპრესნიუსი

სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

  • სამართალდამცავებს პარლამენტთან კორდონი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ აქციის მონაწილეებმა გზა არ გადაკეტონ.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა საპროტესტო აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას”. აქტივისტები პოლიციამ რამდენიმე წუთის წინაც დააკავა.