ავტორი:

პროტესტი თავშესაფრის მაძიებლების წინააღმდეგ, შეტაკებები პოლიციასთან, რაც მოჰყვა 10 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს. - რა მოხდა დუბლინში (ფოტოები)

პროტესტი თავშესაფრის მაძიებლების წინააღმდეგ, შეტაკებები პოლიციასთან, რაც მოჰყვა 10 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს. - რა მოხდა დუბლინში  (ფოტოები)

ირლანდიაში რამდენიმე დღეა მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. გუშინ კი ირლანდიის პოლიციასთან რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ 23 ადამიანი დააკავეს.

  • დემონსტრანტები სამართალდამცველებს ფეიერვერკებს, ქვებს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ.

ასობით მომიტინგე დუბლინის დასავლეთით მდებარე თავშესაფართან შეიკრიბა, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ. დემონსტრაციები მოჰყვა 10 წლის გოგონაზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს.

  • სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის 26 წლის მამაკაცია დაკავებული, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

  • იუსტიციის მინისტრის, ჯიმ ო'კალაჰანის განცხადებით, პოლიციამ პროფესიონალურად უპასუხა "ბანდიტურ ძალადობას".

გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს დრამატული კადრები. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა. შეტაკებების დროს დაშავდა ათამდე ადამიანი, მათ შორის, ორი პოლიციელი.

"აქცია არ იყო მშვიდობიანი, ეს იყო ძალადობა, რომლის მიზანი იყო Citywest-ის შენობის დაზიანება და იქ მცხოვრები ადამიანების დაშინება", - ამბობს პოლიციის მაღალჩინოსანი.