უნგრეთში "მშვიდობის მარში“ მიმდინარეობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


"დღეს მსოფლიოს მესიჯს ვუგზავნით: უნგრეთი ომზე უარს ამბობს! ჩვენ უკრაინისთვის არ დავიხოცებით! ჩვენს შვილებს ბრიუსელის ბრძანებით სასაკლაოზე არ გავგზავნით“, - დაწერა ორბანმა X-ზე.


უნგრეთის მმართველი პარტიის, "ფიდესის“ მსვლელობის საპასუხოდ დღეს ბუდაპეშტში პიტერ მაგიარის ოპოზიციური პარტია, "ტიზა“ საპროტესტო აქციას გამართავს.