ვენესუელაში, ტახირას შტატში მომხდარ ავიაკატასტროფას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელდა, იმ მომენტს ასახავს, როდესაც თვითმფრინავი ჰაერში ტრიალდება შემდეგ მიწაზე ეცემა და ფეთქდება.

Paramillo Airport, Venezuela witnesses tragic accident on October 22, resulting in 2 deaths.

Heartbreaking news.

Aircraft registration YV 1443.

According to witnesses, the pilot's attempt to impress with a low-altitude turn ended in a stall and fatal crash.

Rest in peace. 🙏 pic.twitter.com/oZIrL9tLqE
— pro plane pilot (@proplanepilot) October 23, 2025

შემთხვევა ვენესუელაში, ტახირას შტატში, ოთხშაბათ დილას მოხდა, კადრებში ჩანს როგორ მიგორავს მსუბუქი ორძრავიანი თვითმფრინავი სან-კრისტობალში მდებარე პარამილიოს აეროდრომის ასაფრენ ზოლზე, მას შემდეგ, რაც ბორბლები მიწას წყდება, თვითმფრინავი გვერდზე მკვეთრად უხვევს, ჰაერში თავდაყირა ტრიალდება და მიწას ცხვირით ენარცხება.

შეჯახებამ ფიუზელაჟის აფეთქება გამოიწვია და თვითმფრინავი ცეცხლოვან ბურთში გაეხვა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ავარიის შედეგად ბორტზე მყოფი ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.
გამოძიება გრძელდება, თუმცა წინასწარი ვარაუდით, უბედური შემთხვევის მიზეზად პილოტის მიერ საფრენ აპარატზე კონტროლის დაკარგვა სახელდება.