ავტორი:

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ დატოვეს მძარცველებმა ლუვრი - ისინი აუღელვებლად მოქმედებენ და არც ჩქარობენ (ვიდეო)

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ დატოვეს მძარცველებმა ლუვრი - ისინი აუღელვებლად მოქმედებენ და არც ჩქარობენ (ვიდეო)

გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დატოვეს მძარცველებმა ძვირფასეულობის მოპარვის შემდეგ ლუვრი. კადრებში ჩანს ორი მამაკაცი, რომლებიც ამწეს კალათით ეშვებიან მუზეუმის მეორე სართულის ფანჯრიდან.

როგორც ვიდეოში ჩანს, მძარცველები აუღელვებლად მოქმედებენ და არც ჩქარობენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/plO1Y7gbsRs?si=2e64yae8-XDz0eES" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ფრანგი სამართალდამცველები ქურდობის საქმეში მონაწილე ოთხ ეჭვმიტანილს ეძებს, მათ 90 მლნ-ის ღირებულების ძვირფასი და ისტორიული ნივთები მოიპარეს.

  • ცნობისთვის, 19 ოქტომბერს მშენებლებად შენიღბულმა სამმა მძარცველმა, ვიზიტორების თვალწინ, ლუვრი გაძარცვა. მათ ფასდაუდებელი ნივთები მშვიდად, დიდი ძალისხმევის გარეშე მოიპარეს. როგორც ფრანგული მედია წერს, ეს იყო "სენსაციური, ელვისებურად სწრაფი ძარცვა".

დილის 9:30 საათზე, ხელოვნების მუზეუმის გახსნიდან ნახევარ საათში, მძარცველები მივიდნენ შენობის იმ ფასადთან, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამწეს საშუალებით მეორე სართულის ფანჯარასთან ავიდნენ, საიდანაც ლუვრში შესვლა შეძლეს. ბენზინზე მომუშავე ხერხით კი გაჭრეს ვიტრინა, რომელშიც მოთავსებული იყო ძვირფასეულობა.

წყარო