კიმ კარდაშიანი აცხადებს, რომ მას ტვინის ანევრიზმა დაუდგინდა. "კარდაშიანების" ბოლო სეზონის კადრებში ჩანს, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავი ტომოგრაფიულ გამოკვლევას იტარებს.
ტვინის ანევრიზმები შედარებით ხშირია. კვლევის მიხედვით, ის შეიძლება ყოველ 50 ადამიანში ერთს ჰქონდეს. ხშირ შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება არც იცოდეს, რომ აქვთ ანევრიზმა. როდესაც ანევრიზმა მცირე ზომისაა, ის შეიძლება არანაირი სიმპტომით არ გამოიხატებოდეს, თუმცა დიდი ზომის ანევრიზმის შემთხვევაში შეიძლება პაციენტს აწუხებდეს თავის ტკივილი, მეტყველების უნარის დაქვეითება და უჭირდეს წონასწორობის დაცვა.
ანევრიზმის გასკდომა უმეტეს შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს. კვლევები აჩვენებს, რომ ტვინის ანევრიზმები ყველაზე ხშირად 30-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებში გვხვდება.