როცა დრო არ გყოფნით სამზარეულოში დიდხანს ფუსფუსისთვის, მაგრამ გსურთ გემრიელი და ნოყიერი კერძის მომზადება, „შეფმაისტერის“ სწრაფი და მარტივი რეცეპტები სწორედ თქვენთვისაა. გთავაზობთ სამ მარტივ და საოცრად გემრიელ რეცეპტს, სადაც ტრადიციული ინგრედიენტები ახალ გემოებად იშლება.
თუ ხორცპროდუქტების მოყვარული ხართ, „შეფმაისტერის“ პროდუქცია თქვენთვის საინტერესო აღმოჩენა იქნება. გთავაზობთ ნედლად შებოლილი ხორცპროდუქტების უნიკალურ ასორტიმენტს, რომელიც შექმნილია თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით და ტრადიციული გემოს შენარჩუნებით. „შეფმაისტერისთვის“ მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ნატურალური გემო და ავთენტურობა. სწორედ ამიტომ, თითოეული პროდუქტი მზადდება მხოლოდ შერჩეული ნედლეულისგან, რათა შეინარჩუნოს ბუნებრივი არომატი და დახვეწილი ტექსტურა.
აღმოაჩინეთ კულინარიული შთაგონება მაშინაც კი, როცა დრო ცოტაა, რადგან გემრიელი კერძი ყოველთვის იმსახურებს მცირე ძალისხმევას.
მსუბუქი, ნოყიერი და ძალიან გემრიელი სალათა იდეალურია როგორც ვახშმად, ასევე სადილზე, გარნირად.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
მოზრდილ თასში ჩაყარეთ მინი კიტრის მწნილი (ან შეგიძლიათ მოზრდილი ზომის დაჭრათ); შავი და მწვანე უკურკო ზეთის ხილი; პატარა ზომის ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი, კუბებად დაჭრილი ყველი (ელემენტალი, გაუდა, ედამი ან სულგუნი).
„შეფმაისტერის“ ძეხვი პეპერონი დაჭერით ჯერ მრგვალ ნაჭრებად, შემდეგ გაჭერით შუაზე. დაუმატეთ სალათს. მოაყარეთ ხმელი ბაზილიკი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მოასხით ბალზამიკო.
რადგან ბალზამიკო მლაშეა, მარილი აღარ დაგჭირდებათ. კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით.
სწრაფი საუზმე, იდეალურია დილით, ჩაისთან მისართმევად.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ძეხვი დაჭერით წვრილად, გახეხეთ სულგუნი მსხვილ სახეხზე. ტარხუნას მოაცალეთ ღეროები. თუ დიდი ფოთლები აქვს, დაჭერით.
ლავაში გაშალეთ, მოაყარეთ გრძლად გახეხილი სულგუნი, დაჭრილი ტარხუნა და ძეხვი "სალიამი დი ნაპოლი“.
გადაახვიეთ ისე, რომ მიიღოთ ბლინების ფორმა.
შეწვით თავდახურულ ტაფაში მცენარეულ ცხიმით, ან კარაქით, რამდენიმე წუთით, დაბალ ცეცხლზე, რომ ლავაში არ დაიწვას და ყველი დადნეს.
„ზარმაცი“ ღვეზელები - მზადაა!
იდეალური ხემსი მთელი ოჯახისთვის.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ბრუსკეტას პური შეგიძლიათ თავად გამოაცხოთ, ან შეიძინოთ მაღაზიაში, „ჩაბატა“, ან არტიზანული.
პურზე დაადეთ დაჭრილი სულგუნის ნაჭრები, მოაყარეთ ხმელი ტარხუნა;
„შეფმაისტერის“ „სალჩინონი“ დაჭერით თხლად, დაადეთ ყველს ზემოდან;
გადაანაწილეთ რუკოლას ფოთლები და მოასხით ცოტაოდენი ქლიავის ჯემი - გემრიელი ბრუსკეტა მზადაა!
NS