ავტორი:

"ჩემი შვილი დააკავეს... ვამაყობ ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით, მათი სიყვარულით სამშობლოსადმი და ბრძოლით" - გიორგი მშვენიერაძე

"ჩემი შვილი დააკავეს... ვამაყობ ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით, მათი სიყვარულით სამშობლოსადმი და ბრძოლით" - გიორგი მშვენიერაძე

იურისტი გიორგი მშვენიერაძე წერს, რომ მისი შვილი დავით მშვენიერაძე დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტს ხელბორკილები სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დაადეს.

მშვენიერაძე სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

"მეგობრებო, ყველას ვერ გპასუხობთ. კი, Davit Mshvenieradze ჩემი შვილია. კი, დააკავეს, ისე როგორც ჩვენი სხვა შვილები, დები და ძმები, არიან დღეს ივანიშვილის ციხეებსა და საპატიმროებში. ვამაყობ ჩემი შვილებით, ჩემი ოჯახით, მათი სიყვარულით სამშობლოსადმი და ბრძოლით - საქართველოს თავისუფლებისთვის. საქართველო გაიმარჯვებს!" - წერს მშვენიერაძე.

არსებული ინფორმაციით, 23 ოქტომბრის აქციაზე, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება დაკავებულთა სახელები და გვარები, რომელთა შორის არიან აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე, ასევე, „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თენგო კირთაძე.