ავტორი:

"უნგრეთი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე მუშაობს" - ვიქტორ ორბანი

"უნგრეთი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე მუშაობს" - ვიქტორ ორბანი

უნგრეთი მუშაობს იმაზე, თუ როგორ აუაროს გვერდი აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

"ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ავუაროთ გვერდი ამ სანქციას“, - აღნიშნა ორბანმა.

  • მისი თქმით, უნგრული ნავთობისა და გაზის კომპანია MOL-ის წარმომადგენლებს აშშ-ის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, "როსნეფტისა“ და "ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ესაუბრა.

Reuters-ი წერს, რომ MOL-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უნგრეთსა და სლოვაკეთში, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 14.2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებაა, "დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით ტრანსპორტირებულ რუსულ ნედლეულზე არიან დამოკიდებულები.

MOL-ის შვილობილმა კომპანიამ სლოვაკეთში, Slovnaft-მა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მის ოპერაციებზე აშშ-ის სანქციების შესაძლო გავლენას აანალიზებს.