"ვეთანხმები, რა თქმა უნდა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატების პოზიციის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
მოსამართლის კითხვაზე, სურდა თუ არა მას დამატებით რამის თქმა, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „არა“.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.