მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა პოდკასტ “დაქალთან ვრჩები“-ში, მის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ცოლს დაშორდა.
“შენ დაოჯახებული ხარ?.. ვიყავი ერთ დროს - უპასუხა ბახუტაშვილმა წამყვანის შეკითხვას, სადაც განმარტა რომ მათ ერთი შვილი, 10 წლის გოგონა ჰყავთ.
გიორგი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში უნივერსალური პასუხი არ არსებობს.
„არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეგ ფაქტორები მნიშვნელოვანია, თუ მნიშვნელოვანია და არ გაქვს, მაშინ ჩნდება პრობლემები. არსებობენ ადამიანები, ვინც უსამსახუროდ და ნაქირავებ სახლში ატარებენ ბედნიერად ცხოვრებას. მათ ურჩიო, აუცილებლად მაგარი სამსახური უნდა იშოვო და ბენტლი დააყენო - არ იქნება სწორი.
როცა ცოლი მოვიყვანე, არაფერი მქონდა, არც სახლი, არც მანქანა, არაფერი…“ - გაიხსენა მსახიობმა.
ეს იყო მიზეზი თქვენი დაშორების? - ჰკითხეს წამყვანებმა, რაზეც მან უპასუხა, რომ აღნიშნული მათი დაშორების მიზეზი არ ყოფილა, თუმცა სხვა დეტალი არ დააკონკრეტა.
ამასთან მსახიობმა ისაუბრა იმ საკითხზეც, თუ როგორი გოგონები მოსწონს. მისი თქმით, არ მოსწონს გადაჭარბებული ყურადღება საპირისპირო სქესის მხრიდან.
“გადაჭარბებული ყურადღება დამღლელია. ზედმეტი ზრუნვა შეიძლება ტოქსიკური იყოს,“ - აღნიშნა მან.