64 წლის შოტლანდიელი მომღერალი, სუზან ბოილი ცოტა ხნის წინ ლონდონში, Britain's Got Talent-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ახალი იმიჯით გამოჩნდა.
"რა შესანიშნავი საღამო იყო! დიდი პატივი იყო ამდენი ნიჭიერი ადამიანის დაჯილდოება. ყველა აბსოლუტურად ზღაპრულად გამოიყურებოდა. სასიამოვნო იყო ნაცნობ სახეებთან შეხვედრა, მათ შორის ბრწყინვალე ენ ჰეგერტისთან “, - დაწერა მან სოცილაურ ქსელში.

სუზანის პოსტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. გარდა ამისა, გულშემატკივრები აღფრთოვანებულები იყვნენ მისი ახალი, ქერა ვარცხნილობით.
"ლამაზად გამოიყურები, სუზან. მიყვარს შენი თმა, ძალიან გიხდება“, - დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

სუზანი საზოგადოებამ 2009 წელს გაიცნო, როდესაც "ბრიტანულ ნიჭიერში" გამოვიდა. მაშინ ამბობდა, რომ მომღერლობა, სცენაზე გამოსვლა მისი მთავარი ოცნება იყო. მას შემდეგ, 25 მილიონი ჩანაწერი გაყიდა და დღემდე რჩება საუკეთესო მაგალითად იმისა, თუ რატომ არ უნდა განსაჯო წიგნი ყდით.

2013 წელს მას ასპერგერის სინდრომის, აუტიზმის მაღალფუნქციური ფორმის, დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალი წარსულში გულახდილად საუბრობდა დეპრესიასთან ბრძოლის შესახებ და აღიარებდა, რომ პირადი დაბრკოლებები საყვარელი საქმის კეთებაში ხელს არასდროს შეუშლის.
"ეს ჩემს ცხოვრებას არანაირ ცვლილებას არ მოახდენს“, - განუცხადა მან The Guardian-ს - "ეს, უბრალოდ, მდგომარეობაა, რომელიც უნდა გადავლახო".
ჯანმრთელობის პრობლემა 2022 წელსაც შეექმნა, როცა ინსულტი გადაიტანა. თუმცა მალე გამოჯანმრთელდა და სცენას დაუბრუნდა.

"ექვსი წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი ხმის ჩამწერ სტუდიაში, რასაც, როგორც მითხრეს, ვეღარ შევძლებდი. მაგრამ აი, აქ ვარ, ბედნიერ ადგილას! მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მენეჯერს, ჯერალდინს, იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი საქმის კეთებაში დამეხმარა“, - ამბობდა მაშინ სუზანი.