ავტორი:

სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებული "ჰამასის" ტერორისტები ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ტურისტებთან ერთად ცხოვრობენ - რას წერს მედია

სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებული "ჰამასის" ტერორისტები ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ტურისტებთან ერთად ცხოვრობენ - რას წერს მედია

ღაზას სექტორში სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებული "ჰამასის" ტერორისტები ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, ტურისტებთან ერთად ცხოვრობენ. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც Daily Mail-მა კაიროში, ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში 150-ზე მეტი საშიში ექსტრემისტი დააფიქსირა.

"დეილი მეილის“ გამოძიების თანახმად, გათავისუფლებული 250 ფანატიკოსიდან დაახლოებით 154 ამჟამად ეგვიპტის დედაქალაქში, „მარიოტის“ ხუთვარსკვლავიან „Renaissance Cairo Mirage City Hotel“-ში ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი მალე საცხოვრებლად ახლომდებარე ტურისტულ ადგილებში, როგორიცაა კატარი, თურქეთი და ტუნისი, გადავიდეს.

სასტუმროს აქვს საკუთარი სპა, ფიტნეს ცენტრი, რესტორნები და ღია აუზი. ნომრების ფასი ღამეში 200 ფუნტიდან იწყება.

გათავისუფლებულ ტერორისტებს შორისაა 57 წლის მაჰმუდ ისა, რომელმაც იზ ა-დინ ალ-ქასამის ბრიგადების 101-ე სპეციალური დანაყოფი დააარსა - ჰამასის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც სპეციალიზებულია ადამიანების გატაცებაში. ასევე არიან, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი, 47 წლის იზ ა-დინ ალ-ჰამამრა, რომელმაც თვითმკვლელი ტერორისტები დაიქირავა და თვითმფრინავის გატაცებას გეგმავდა; ავტობუსის აფეთქების ორგანიზატორი სამირ აბუ ნიმა; 52 წლის მუჰამედ ზავაჰრა; 57 წლის გამტაცებელი ისმაილ ჰამდანი და 39 წლის მკვლელი იუსუფ დაუდი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენელმა, დევიდ მენსერმა განაცხადა: "ეს კაცები ტერორისტები არიან, რომლებიც ავტობუსების აფეთქებაში, სტუდენტების მკვლელობასა და მოზარდების გატაცებაში არიან მსჯავრდებულნი. ისრაელმა ისინი გაათავისუფლა არა ბოროტების დასაჯილდოებლად, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანის სიცოცხლეს ყველაფერზე მეტად ვაფასებთ“.

როგორც ცნობილია, მათ მათ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურები აკონტროლებენ.

"ეს ადამიანები ჩვენი მოსისხლე მტრები არიან. ისინი ბრიტანელ ჯარისკაცებს თავებს მოჰკვეთენ. არ უნდა მივცეთ მათ ერთად შეკრების უფლება. ამ ხალხისთვის დასამალი ადგილი არ უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ტერორისტულ არმიას ქმნით ემიგრაციაში“ - განაცხადა ბუკინგემის უნივერსიტეტის დამსახურებულმა პროფესორმა, ენტონი გლისმა.

ისრაელის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა, დასძინა: „ამ ქვეყნებში მათ გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“.

"მათ შეუძლიათ თავისუფლად იარონ, იმოგზაურონ ევროპაში - თუნდაც დიდ ბრიტანეთში - მიიღონ შემოწირულებები გულუბრყვილო მხარდამჭერებისგან. პირველი, რასაც ეს ტერორისტები გააკეთებენ თურქეთში ან კატარში ჩასვლისას, იქნება ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მყოფ თავიანთ თანამოაზრეებთან დაკავშირება. ისინი სწრაფად გადაჯგუფდებიან და ახალ ტერორისტულ უჯრედებს შექმნიან.“

გათავისუფლების შემდეგ, ისრაელის ციხეებში მხოლოდ 20 პალესტინელი ექსტრემისტი დარჩა, რომლებიც სამუდამო პატიმრობას იხდიან.

წყარო