2025 წლის 25 ოქტომბერს, კლინიკა "ჰერა“-ში უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა: 38 წლის ქალმა, ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით, მეთერთმეტე შვილი გააჩინა.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორად დაგეგმილი ორსულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე პროფესიონალური სამედიცინო მეთვალყურეობა ორსულისთვის ჯანმრთელობის და სიმშვიდის გარანტიაა.
ამ ეტაპზე დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ და უახლოეს დღეებში კლინიკიდან გაეწერებიან.